ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში ინტერი, მილანი, ნაპოლი და იუვენტუსი მონაწილეობენ და ჯამში 321 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი, 101 მილიონი ევრო ტურნირის ფინალისტს, ინტერს შეხვდა, ხოლო მეორე ადგილზე 86 მილიონით 1/2 ფინალისტი მილანი გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლისთვის, ნაპოლის UEFA-მ 78 მილიონი ჩაურიცხა, ხოლო იუვენტუსმა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა 56 მილიონი ევრო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 100 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მხოლოდ სიტიმ (135), რეალმა (118), ბაიერნმა (108) და ინტერმა (101) მიიღეს.









