შეგახსნებეთ, უეფაში ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიება წინა კვირას დაიწყო. გამოძიება ეხებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკო მადრიდთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის მოთამაშებიის აღნიშვნასა და შეურაცხყოფელ ჟესტებს. როგორც ჩანს, უეფაში ამ ფეხბურთელებს ვერანაირი დანაშაული ვერ უპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ლიდერები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, კარლო აჩნელოტის განკარგულებაში იქნებიან.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი დაპირისპირება ლონდონში გაიმართება, სადაც მასპინძელი არსენალი იქნება. მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.











