ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა პსჟ-სა და ატალანტას შორის. ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩის განაცხადში უნდა ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის წინა ტურში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა.
"ითამაშებს თუ არა ხვალ კვარაცხელია? - დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ უნდა დაველოდოთ, რა მდგომარეობაში იქნება ის და გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლდერები უსმან დემბელე და დეზირე დუე დააკლდება.









