გადაწყვეტილება მიღებულია — ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ბარსელონას წინააღმდეგ გამოტოვებს. ლუის ენრიკესა და მისი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კლუბი არ გარისკავს და 24 წლის ქართველ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში ოსერთან შეხვედრაში მარცხენა ფეხზე ბარძაყის მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. იმის მიუხედავად, რომ ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, ქართველი ფეხბურთელი ბარსელოანსთან მატჩს მაინც გამოტოვებს.
ბარსელონა vs. პარი სენ-ჟერმენი ხვალ, 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









