მოგეხსენებათ, ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბარძაყის ტრავმის გამო, წინა შეხვედრა გამოტოვა.
კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში სულ ახლახანს განაახლა, თუმცა ბოლო მონაცემებით, დღეს სათამაშოდ მზადაა.
ყოველ შემთხვევაში, კალცონა მას განაცხადში შეიყვანს და რამდენ სათამაშო დროს მისცემს, მასსა და ექიმებზე იქნება დამოკიდებული.
ნაპოლისა და ბოლონიას მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.









