ქართველი გარემარბი დღესაც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვისთვის მზად ჯერ არ არის. ამის მიუხედავად, "აძურის" სამწვრთნელო შტაბი პოზიტიურად არის განწყობილი, რადგან საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების ვინგერი კვირისთვის მწყობრში იყოს.
"ლურჯების" 77-ე ნომრის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბიანკოროსოსთან" მატჩში ის, მინიმუმ განაცხადში მაინც იქნება. შეგახსენებთ, 23 წლის ვინგერმა ამ სეზონში 38 მატჩის ჩატარება და 10 ბურთის გატანა მოასწრო. ზოგადად კი მარადონაზე გადმოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ 81 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.











