ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დღეს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
72 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი იური ლომიძე გახდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველი მოჭიდავე ფინალში ფრანგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან,იბრაჰიმ მაჰმოუდ ჰასან განემთან დამარცხდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დიეგო ლომიძემ (67 კგ)შვედ ნიკლას ოელენს აჯობა, ხოლოგელა ბოლქვაძემოლდოველი მიჰაილ ბრადუ დაამარცხა და ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.









