სერია ა-ს 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე პარმა მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში მასპინძლებმა 59-ე წუთზე გახსნეს — თავი ახალწვეულმა, ჯონათან დევიდმა გამოიჩინა. 84-ე წუთზე, მეტოქის კარი შეცვლაზე შემოსულმა დუშან ვლაჰოვიჩმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
იუვენტუსი 2-0 პარმა
გოლები: 1-0 დევიდი (59'), 2-0 ვლაჰოვიჩი (84')
იტალიის სერია ა-ს მეორე ტურში, ტურინული გრანდი ჯენოას ესტუმრება, ხოლო პარმა სახლში ატალანტას მიიღებს.









