ტურინის იუვენტუსში რომ დიდი ცვლილებებია დაგეგმილი, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დავწერეთ. გუნდი მაქს ალეგრიმ უკვე დატოვა, მასთან ერთად კი იუვეს, დაახლოებით, 15-მდე ფეხბურთელი დატოვებს. "ბიანკონერი" ახალ ეტაპზე გადადის, რაც ახალ მწვრთნელს და ფეხბურთელებს ნიშნავს.
იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსის კარის დარაჯი საკმაოდ გამოცდილი ვოიცეხ შჩესნია, ახალი მეკარის დამატება გუნდის გეგმებში მაინც შედის, მთავარი სამიზნე კი მიკელე დი გრეგორიოა. შჩესნი და პერინი ხელშეუხებელთა კატეგორიაში არ შედიან, შესაბამისად, არის შანსი დი გრეგორიო გუნდის პირველი ნომერიც კი გახდეს.
26 წლის ფეხბურთელი მონცაში ირიცხება და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეა. მიკელემ მოახერხა და 34 მატჩში კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა. "ბიანკოროსი" ფეხბურთელს €20-25 მილიონად აფასებს, რაც იუვესთვის სრულიად მისაღები თანხაა.
მხარეები ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ. ტურინელებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის კონტაქტი, რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ შედგა.










