იუვენტუსში მორიგი დიდი ცვლილებები დაანონსდა. როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემები იუწყებიან, "ბიანკონერიში" იგორ ტუდორის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ და დიდი შანსია უახლოეს პერიოდში ტურინული გრანდი ახალმა მწვრთნელმა ჩაიბაროს.
იუვენტუსმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ტურინელები სერია A-ში 7 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ბიანკონერის" 2 ტურის შემდეგ, 2 ქულა აქვს.
რაც შეეხება იგორ ტუდორის პოტენციურ შემცვლელს, იტალიაში იუვენტუსს 4 კანდიდატურა უკვე დაუკავშირეს. ლუჩანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, რაფაელე პალადინო და დანიელე დე როსი — ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლუბმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









