მატჩში ანგარიში საკმაოდ მალე, კერძოდ მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც დუშან ვლაჰოვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ტიაგო მოტას გუნდი მორიგ გამარჯვებას უახლოვდებოდა, თუმცა 88-ე წუთზე მიკელე დი გრეგორიოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რაზვან მარინმა გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა, 1:1. ტიაგო მოტას გუნდმა ამ სეზონში გოლი პირველად გაუშვა.
7 ტურის შემდეგ იუვენტუსმა 13 ქულა, ხოლო კალიარიმ 6 ქულა მოაგროვა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









