პირველი ტაიმის მიწურულისთვის "ბებერი ქალბატონი" 2:0-ს აგებდა, მასპინძლებმა სტუმრების კარი ზუსტად შესრულებული ორი თერთმეტმეტრიანით აიღეს.
მეორე ნახევარში კი "ბიანკონერიმ" თამაშში დაბრუნება დაიწყო - 62-ე წუთზე სხვაობა შეამცირა დუშან ვლაჰოვიჩმა, 87-ე წუთზე კი ალბერტო დოსენამ ავტოგოლი გაიტანა.
ამ დროისთვის მასიმილიანო ალეგრის გუნდი აგროვებს 64 ქულას და მეორეადგილოსან მილანთან, მინიმუმ ორშაბათამდე, სხვაობას 5 ქულამდე ამცირებს.











