- იუვენტუსის აკადემია საქართველოში. ასეთი დიდი კლუბის პოპულარიზაციაზე რას ფიქრობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის არსებობა საქართველოში. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება სპორტული ცხოვრების განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მათ ფეხბურთის თამაშით, პირველ რიგში, სიამოვნება უნდა მიიღონ და ეს აკადემია ამაში დაეხმარება. იუვენტუსი ბავშვებს ხელს შეუწყობს როგორც სპორტულ, ისე ზოგადად განვითარებაში, რადგან ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა, ამ აკადემიაში კი ბევრ რამეს ისწავლიან.
- ევრო 2024-ზე, საფრანგეთის შანსებზე და თქვენს მეგობარ ვილი სანიოლზე, ასევე, საქართველოს ნაკრებზე რომ ვისაუბროთ?

- მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხართ, ევრო 2000-ის ფინალში ნაკრებმა თქვენი გოლით მოიგო ტიტული... რომ გაიხსენოთ ეს პერიოდი და იმ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებზე რომ ვისაუბროთ.
- ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ძალიან ძლიერი თაობა გვყავდა, ჩემ გვერდით საოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებსაც გამარჯვების მენტალიტეტი ჰქონდათ. მათთან ერთად თამაში, ყველაფერს ამარტივებდა, შესაბამისად, ტიტულებსაც ვიგებდით. ყველა პოზიციაზე უძლიერესი მოთამაშეები გვყავდა, ჩვენი დამარცხება კი ძალიან რთული იყო. ძალიან გამიმართლა, რომ მათთან ერთად მეც ვიყავი იმ ნაკრებში.
- თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელი ორი ფეხბურთელის გამორჩევა შეგიძლიათ საკლუბო და სანაკრებო დონეზე.
- მქონდა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა 3 ოქროს ბურთის მფლობელის გვერდით: ფაბიო კანავარო, ზინედინ ზიდანი და პაველ ნედვედი - ისინი საოცარი ფეხბურთელები იყვნენ. ჩვენ ვსაუბრობთ სამ განსხვავებულ, მაგრამ ძალიან ძლიერ ფეხბურთელებზე. ისინი ლეგენდები არიან და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა. კიდევ შეიძლება სხვა ფეხბურთელების გამორჩევა, მაგრამ ამჯერად ამ სამეულს ავირჩევ.

- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას ფიქრობთ? მის იტალიურ კარიერასა და მომავალზე რას გვეტყოდით?
- ძალიან ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და დიდი გზა აქვს გასავლელი. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო ძლიერი მოთამაშე გახდება. კვარაცხელიას მსგავსად, საქართველოს ბევრი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, შესაბამისად, ამ ქვეყანას საფეხბურთო თვალსაზრისით დიდი მომავალი აქვს.
- თქვენი კავშირები არგენტინასთან და არგენტინულ ფეხბურთთან...
- არგენტინა ჩემი სახლია, იქ ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ ამ ქვეყანაში შევიყვარე ფეხბურთი. ამ ქვეყანამ მსოფლიოს ორი ლეგენდა აჩუქა, დიეგო არმანდო მარადონა და ლიონელ მესი... ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანასთან მეც ვასოცირდები. არგენტინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იქ გატარებულ პერიოდს, როგორც პატარა ასაკში, ისე კარიერის ბოლოსკენ, სულ დადებითად გავიხსნებ.

- ჩემი აზრით საფრანგეთი ტურნირის #1 ფავორიტია. მათ შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატის მოგება, რადგან ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე მწვრთნელიც ძალიან ძლიერი ჰყავთ, ამიტომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს ტიტულის მოსაგებად. რაც შეეხება საქართველოს, ეს იქნება პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, ჩვენ ვსაუბრობთ პირველ გამოცდილებაზე, შესაბამისად, ისინი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით უნდა იყვნენ. უნდა დაიჯერონ საკუთარი თავების და ყველაფერი გამოუვათ. სანიოლი ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარია. მას შეუძლია კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ძალიან დიდი პროფესიონალი და კარგი მწვრთნელია. მისი შესაძლებლობების მჯერა.