უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, რაც "ბიანკონერი" გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. ამის გარდა, უკანასკნელი ცხრა თამაშის მანძილზე, ამ გუნდის ანგარიშზე მხოლოდ ერთი მოგებაა. "შავ-თეთრები" მე-3 პოზიციაზე რჩებიან, "ბიანკოჩელესტემ" კი ამ გამარჯვებით გადაასწრო ნაპოლის და მე-7 პოზიციამდე აიწია.
Serie A
იუვენტუსის კრიზისი გრძელდება - ტურინელები ამჯერად ლაციოსთან დამარცხდნენ

სერია ა-ს 30-ე ტურის ფარგლებში, ტურინის იუვენტუსი ესტუმრა რომის ლაციოს, რომელთანაც ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი ადამ მარუშიჩია, რომელმაც "ბებერი ქალბატონის" კარი 93-ე წუთზე აიღო. როგორც ვხედავთ, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კრიზისი გრძელდება.










