სერია ა-ს 34-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე მონცა 2:0 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს რანდალ კოლო მუანიმ და ნიკო გონსალესმა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ნახევრის ბოლოს მოედნიდან გააძევეს ქენან ილდიზი, რის შემდეგაც "ბიანკონერი" 10 კაცით დარჩა.
იუვენტუსი 2:0 მონცა
გოლები: 1:0 ნიკოლას გონსალესი 11', 2:0 რანდალ კოლო მუანი 33'.









