სერია ა-ს მერვე ტურში ტურინის იუვენტუსი სტუმრად რომის ლაციოსთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ეს იყო ზედიზედ მერვე შეხვედრა, რომელიც "ბიანკონერიმ" ვერ მოიგო: 5 ფრე და 3 წაგება. ბოლო გამარჯვება თარიღდება სექტემბრის დასაწყისით, როცა კალჩოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მილანის ინტერს მოუგო.
რაც შეეხება ალიანს სთეიდიუმის ბინადრების სატურნირო მდგომარეობას, მერვე ადგილამდე ჩამოიქვეითება და ლიდერებთან ექვსქულიანი ჩამორჩენა. იგორ ტუდორის გუნდის შემდეგი მეტოქე იქნება უდინეზე, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ გუნდმა აღნიშნული სპეციალისტი გაუშვას.
ლაციო 1:0 იუვენტუსი
გოლი: ტომა ბაშიჩი 9'.









