ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს "შავ-ლურჯებმა", ტიონ კოპმაინერსის გოლის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში ანდრეა კამბიაზომ გაათანაბრა, მოგვიანებით კი არკადიუშ მილიკმა "ბებერი ქალბატონი" წინ გაიყვანა.
"ბიანკონერის" ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ნიდერლანდელმა საყრდენმა ნახევარმცველმა მეორე გოლიც გაიტანა. შედეგად - საბრძოლო ფრე და მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითება "შავ-თეთრების" მხრიდან.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს მილანმა გაუსწრო, რომელმაც დღეს ემპოლი დაამარცხა. იუვენტუსი "როსონერის" ჩამორჩება ერთი ქულით, ცხრილის ლიდერს, ინტერს კი უკვე 17 ქულით.











