იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში იუვენტუსი ბოლონიას ესტუმრა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა ორმხვრივ შეტევებში წარიმართა და ერთადერთი გოლი გავიდა — 64-ე წუთზე თავი ხუალ კაბალიმ გამოიჩინა და იუვენტუსმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
ბოლონია 0-1 იუვენტუსი
გოლი: ხუან კაბალი (64')
15 მატჩის შემდეგ, იუვენტუსს 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ტურინული გრანდი მომდევნო ტურში საკუთარ კედლებში უშუალოდ კონკურენტს, რომას მიიღებს.









