ლიდერ ნაპოლისთან ჩამორჩენა გაიზარდა ექვს ქულამდე, ფლორენციის ფიორენტინასა და მილანის ინტერის შეხვედრა შეწყდა, ბერგამოს ატალანტა კი თავის მატჩს დღეს ჩაატარებს.
Serie A
იუვენტუსმა ლეჩესთან მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა

სერია ა-ს მე-14 ტურში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა ლეჩეს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. ანდრეა კამბიასოს გოლს მასპინძლებმა ყოფილი მილანელის, ანტე რებიჩის 93-ე წუთზე გატანილი ბურთით უპასუხეს. "ბებერ ქალბატონს" ჰქონდა სატურნირო ცხრილის ლიდერებთან სხვაობის აღმოფხვრის შესანიშნავი შანსი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.










