იმის მიუხედავად, რომ მილანმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, ტურინელები 90 წუთის განმავლობაში მაინც დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მასპინძელთა მხრიდან გოლების გატანა სამუელ მბანგულამ და ტიმოთი ვეამ მოახერხეს. "ბიანკონერიმ" მეტოქე 2-0 დაამარცხა.
იუვენტუსმა ამ გამარჯვების შემდეგ 37 ქულა მოაგროვა და მეოთხე პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება სერჟიუ კონსეისაუს გუნდს, "როსონერი" 31 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









