სერია ა-ს ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს იუვენტუსი და ჯენოა დაუპირისპირდნენ, იგორ ტუდორმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია,
ფედერიკო გატიზე, რომელმაც მარცხენა ფეხზე მძიმე დარტყმის შემდეგ ფიბულას მოტეხილობა მიიღო. იტალიელი ცენტრალური მცველი ამ დაზიანების გამო საკუთარ გუნდს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაემხარება.
ფედერიკო გატის გარდა ტრავმები აწუხებთ ბრემერს, ხუან კაბალს, დუგლას ლუიზს, ანდრეა კამბიაზოსა და არკადიუშ მილიკს.
შეგახსენებთ, იგორ ტუდორის გუნდი სერია ა-ში, 30 ტურის შემდეგ, 55 ქულით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება.