სენსაციურად, "ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ კედლებში ფრე ითამაშა უკვე სერია ბ-ში გავარდნილ სალერნიტანასთან (1:1).
რაც შეეხება "ჯალოროსის", მარცხი ბერგამოს ატალანტასთან (1:2). 36 ტურის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში რამდენიმე გადანაცვლება მოხდა.
"ბიანკონერი" ჩამოქვეითდა მეოთხე ადგილზე, მასიმილიანო ალეგრიმ წინ გაუშვა ბოლონია, რომელმაც შაბათს ნაპოლი დაამარცხა.
ორივე მათგანს აქვთ 67-67 ქულა, თუმცა ტიაგო მოტას გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოირჩევა.
"მგლებს" კი სწორედ ატალანტამ გაასწრო. დანიელე დე როსის გუნდი 60 ქულით მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.
იუვენტუსი-სალერნიტანა 1:1











