ადგილობრივ ტურინულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 10 ფეხბურთელი მაინც დატოვებს.
მიკელე დი გრეგორიო, ხუან კაბალი, ფედერიკო გატი, დანიელე რუგანი, ფილიპ კოსტიჩი, არკადიუშ მილიკი, ლუის ოპენდა, დუგლას ლუისი, ჟოაუ მარიო, არტურ მელო, ნიკო გონსალესი, ტიმოთი ვეა — ეს ფეხბურთელები "ბიანკონერის" გეგმებში არ შედიან და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალ სეზონს, ახალ გუნდებში დაიწყებენ.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, მოსალოდნელია, რომ იუვენტუსს ზაფხულში საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ექნება. როგორც იწერება, "ბიანკონერი" დაახლოებით 7-8 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში სახეცვლილ იუვენტუსს ვიხილავთ.









