"ბიანკონერიმ" სერია ა-ში ვერ მოახერხა ზედიზედ მეოთხე შეხვედრის მოგება, მილანის ინტერთან ჩამორჩენა კი 9 ქულამდე გაიზარდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ბებერ ქალბატონს" ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ყვითლებამდე", მაქს ალეგრის გუნდმა ქულები დაკარგა უდინეზესთან, ლიდერ "ნერაძურისა" და ემპოლისთან.
Serie A
იუვეს ჩავარდნა, რომელიც ინტერს სკუდეტოსთან აახლოვებს - ტურინელებმა ამჯერად ვერონას ვერ მოუგეს

სერია ა-ს 25-ე ტურის ფარგლებში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა ვერონას, რომელთანაც ითამაშე ფრე, 2:2. ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა, მიკაელ ფოლორუნსიოსის ბურთით, შემდეგ კი დუშან ვლაჰოვიჩმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში ტიჯანი ნოსლინმა "ჯალობლუ" კვლავ გაიყვანა წინ, მაგრამ ზუსტად 3 წუთში, ადრიენ რაბიომ ანგარიში 2:2 გახადა.








