მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, ჯამალ მუსიალამ უმძიმესი ტრავმა მიიღო. გერმანელმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების დროს კოჭი მოიტეხა და რამდენიმე იოგიც დაიზიანა. ჯამალ მუსიალას მარცხენა ფეხზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
პირველადი ინფორმაციით, ჯამალ მუსიალას რეაბილიტაციის კურსი დაახლოებით 5 თვემდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი მსუბუქ ვარჯიშს დაიწყებს და მოედანზე დაბრუნდება.
1/4 ფინალური დაპირისპირება პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა. პარიზელებმა ბაიერნი უშანსოდ, 2-0 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.









