მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი მიმდინარეობს ატლანტაში, სადაც მაყურებელი 1/4 ფინალის კიდევ ერთ დაპირისპირებას ადევნებს თვალყურს. ერთმანეთს პსჟ და ბაიერნი უპირისპირდებიან, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში, 0-0 არის.
მატჩის მიმდინარეობისას საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა — პირველი ტაიმის მიწურულს, ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების დროს ჯამალ მუსიალამ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ბოლო ინფორმაციით, გერმანელმა ფეხბურთელმა კოჭი მოიტეხა. 22 წლის ფეხბურთელი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება.
ჯამალ მუსიალა ამ ტრავმის გამო საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს.









