ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც სპაერმა იმარჯვა და მომავალ წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ სპაერი მხოლოდ 7 წლის შექმნილი გუნდია. ამ 7 წელიწადში გუნდმა იმდენი ქნა, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარზეობს და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.
ნიკა ჩაგუნავა (სპაერის ფეხბურთელი): "ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან დინამო ქართული ფეხბურთის საზომია. ჩვენთვის ეს ისტორიული გამარჯვება იყო. მოედანზე რომ გამოვედით, მოგება ძალიან გვინდოდა და მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ წარმატებისთვის. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელთაც ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს."
ანზორ კიღურაძე (სპაერის მთავარი მწვრთნელი): "კიდევ ვერ გავაანალიზეთ, რა გავაკეთეთ ჩვენი დონის გუნდმა. ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს დიდი შრომის შედეგია. ახლა უფრო მეტი მოგვეთხოვება, რადგან საქართველოს სახელით კონფერენს ლიგაზე ვითამაშებთ. შევეცდებით, მომავალ სეზონში უფრო გაძლიერებული შემადგენლობით ვიყოთ და იქაც წარმატებას მივაღწიოთ."









