ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე, იბერიასა და გორის დილას შორის შედგა.
იბერიამ თამაში აქტიურად დაიწყო და მომენტები შექმნა. აღსანიშნავია, რომ გუგა ნერგაძის გუნდი პრესინგზე იდეალურად თამაშობდა და ძირითადად, ბურთი მოქმედ ჩემპიონებს ეჭირათ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, იბერია მეორე ტაიმში გააქტიურდა და მომენტები შექმნა. 64-ე წუთზე დილას კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.
გუნდის კაპიტანმა ჯემალ ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და იბერიას სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა - 1:0.
შემდეგ მატჩს იბერია 11 მარტს, სტუმრად ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, დილა კი შინ მეშახტეს დაუპირისპირდება.









