იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ცენტრალური მცველის, ჯოვანი ლეონის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი.
იტალიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო მინიმუმ 8-9 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, 18 წლის ფეხბურთლმა დაზიანება ინგლისის ლიგის თასზე, საუთჰემპტონთან წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ჯოვანი ლეონის მუხლზე ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. იტალიელი ცენტრალური მცველი 2025/26 სეზონში ვეღარ ითამაშებს.









