ჯუღელი ცოტა ხნით იტალიაში იმყოფებოდა, მასსა და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც ცნობილია, ჯუღელი და დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებზე საუბრობდნენ. ქართველი შემტევის ამჟამინდელი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი ახალ კონტრაქტში 3-ჯერ მეტის გადახდას აპირებს.
ნეაპოლური მხარე აქტიურად მუშაობს, რომ კვარას კონტრაქტის გახანგრძლივება რაც შეიძლება მალე მოხდეს, თუნდაც სეზონის დასრულებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენით ევროპის ტოპ გუნდები ინტერესდებიან, მათ შორის კატალონიის ბარსელონა.










