ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაფუმ პსჟ-ს მაროკოელ მარჯვენა მცველზე აშრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა,
"ვფიქრობ, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩემს პოზიციაზე თამაშობს. კარვახალი ტრავმიდან ახლახანს დაბრუნდა, ვუყურებ გელა დუეს პროგრესს, თუმცა ვთვლი, რომ ამჟამად ჰაკიმი საუკეთესოა.
ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთს სწორედ ჰაკიმი იმსახურებს. მან შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა", - განაცხადა კაფუმ.
შეგახსენებთ, რომ წელს ჰაკიმიმ პსჟ-სთან ერთად ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.









