პარის სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, მარკინიოს კორეა გახდა რიგით მე-15 ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის მანძილზე მოიგო როგორც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ისე ლიბერტადორესის თასიც. ბრაზილიელი უკანახაზელი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა კარიერის სტარტზე, კორინთიანსში.
პსჟ-ს კაპიტნის გარდა, მსგავსი მიღწევა დაუფიქსირებიათ ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან მარკოს კაფუ, რონალდინიო გაუჩო, მარსელო ვიეირა, ნეიმარ ჟუნიორი და სხვები. ელიტურ სიაში გვხვდება 11 ბრაზილიელი მოთამაშე და 4 - არგენტინელი.
ფეხბურთელები, რომლებმაც მოიგეს როგორც ჩემპიონთა ლიგა, ისე ლიბერტადორესის თასიც
| ფეხბურთელი | გუნდები |
| ხულიან ალვარესი | მანჩესტერ სიტი, რივერ პლეიტი |
| მარკოს კაფუ | მილანი, სან-პაულუ |
| დანილო და სილვა | რეალი, სანტოსი |
| ნელსონ დიდა | მილანი, კრუზეირო |
| დავიდ ლუისი | ჩელსი, ფლამენგო |
| მარსელო ვიეირა | რეალი, ფლუმინენსე |
| მარკინიოს კორეა | პსჟ, კორინთიანსი |
| ნეიმარ ჟუნიორი | ბარსელონა, სანტოსი |
| რაფინია დე სოუზა | ბაიერნი, ფლამენგო |
| რამირეს დო ნასიმენტო | ჩელსი, პალმეირასი |
| რონალდინიო გაუჩო | ბარსელონა, მინეირო |
| როკე ჟუნიორი | მილანი, პალმეირასი |
| ვალტერ სამუელი | ინტერი, ბოკა ხუნიორსი |
| ხუან პაბლო სორინი | იუვენტუსი, რივერ პლეიტი |
| კარლოს ტევესი | მანჩესტერ იუნაიტედი, ბოკა ხუნიორსი |









