პოლონეთის ექსტრაკლასის მე-9 ტურის შეხვედრა გაიმართა კრაკოვში, სადაც პუშჩა-კრაკოვიას დაპირისპირება ვიხილეთ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც კრაკოვიას უკაპიტნა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. მატჩი საბოლოო ჯამში სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. კრაკოვიამ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.