ტოკიოში დღეს დასრულდა Street Fighter 6-ის მთავარი კიბერსპორტული ტურნირი – Capcom Cup 11. მისი გამარჯვებული გახდა იაპონელი “Kakeru”, რომელმაც გრანდ ფინალში ჩილელი ვუნდერკინდი, 15 წლის დერეკ “Blaz” ბლაზი დაამარცხა. იაპონელმა მოთამაშემ ტურნირზე ერთადერთი მატჩი დათმო – ისიც ჯგუფურ ეტაპზე, არაფრისმომცემ შეხვედრაში. ამ გამარჯვებით "Kakeru"-მ საკუთარი კარიერის მანძილზე მოპოვებული საპრიზოები თითქმის $1.5 მილიონს მიუახლოვა. ამასთანავე, მან ავტომატური კვალიფიკაცია მიიღო EWC 2025-სა და Capcom Cup 12-ზე.
Capcom Cup 11-ის ტოპ-8:https://t.co/plGTjbDw3D pic.twitter.com/lSj2k7YXIw
— Capcom Fighters (@CapcomFighters) March 8, 2025
1. Kakeru – $1,000,000
2. Blaz – $100,000
3. Leshar – $50,000
4. AngryBird – $20,000
5. Juicyjoe – $10,000
5. NoahTheProdigy – $10,000
7. Tokido – $5,000
7. Shuto – $5,000
Street Fighter 6-ის პროფესიონალური სეზონი სტარტს მაისში, EVO Japan 2025-ზე აიღებს.

















