დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პირველი მატჩისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო.
ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ამ დროისთვის შეკრებაზე სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები იმყოფებიან, ნაკრებს ლეგიონერებიეტაპობრივად შეუერთდებიან. ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში შაბათ-კვირას ტურის მატჩებია და მათი დასრულების შემდეგ ქართველი ლეგიონერები სამშობლოში დაბრუნდებიან.
24-კაციან სიაში 4 ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს - ლუკა ალავიძე (ქუთაისი 2010), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე ზესტაფონის მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). ალექსანდრე მერკვილაძე ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის გამო ვარჯიშებზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ახლა მერკვილაძე ბერძნულ არისში ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში დაუბრკოლებლად ჩამოვა.
საქართველოს კალათბურთლთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
ქართველი კალათბურთელები 27 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებენ, 30 ნოემბერს კი სტუმრად ესპანეთს ტენერიფეში ეთამაშებიან.
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატი: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთერსო სხვა ჯგუფიდან (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) გადმოვა და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი.პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.









