საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანდორაში გამართულ ტურნირზე C დივიზიონის ფინალურ მატჩში სომხეთი დაძაბულ ბრძოლაში 63:60 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. სალომე საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გახდა სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. სვანთან ერთად საუკეთესო ხუთეულშია ნიცა საბადაშვილიც.სალომე და ნიცა ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას აგროვებდნენ. ნიცას ეკუთვნის ასევე ტურნირზე ერთ თამაშში ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულის (56 ქულა) რეკორდი გიბრალტარის წინააღმდეგ.
გამარჯვებულები ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსამ დააჯილდოვა.
C დივიზიონის ჩემპიონი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს.









