სერია ა-ს 27-ე ტურში იუვენტუსთან მოგებული მატჩის შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ კომენტარი გააკეთა:
"ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა გუნდი სწორ გზაზე დგას. მიხარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და რაც მთავარია, მოედანზე გამარჯვებისთვის მებრძოლი გუნდი დავინახე."
"კვარაცხელია და ოსიმენი? - ისინი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან. ცოტა ხნის წინ, რთული პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა და იდეალურ ფორმასთან ახლოს არიან."
27 ტურის შემდეგ, ნაპოლის 43 ქულა აქვს და ოთხეულს 8 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში ფრანჩესკო კალცონას გუნდი ტორინოს უმასპინძლებს.
Serie A
კალცონა: "კვარაცხელია და ოსიმენი იდეალურ ფორმასთან ახლოს არიან"











