"იმედია, კალვინი იმ სათამაშო დროს მიიღებს, რასაც იმსახურებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ” — ასე დაემშვიდობა პეპ გვარდიოლა ფილიპს. 28 წლის ინგლისელი ნახევარმცველი კარიერას ვესტ ჰემში გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება რამდენიმე საათის წინ შედგა, საუბარია 6 თვიან იჯარაზე + გამოსყიდვის უფლებაზე, რა დროშიც "ჩაქუჩები" ფეხბურთელის ხელფასს მთლიანად დაფარავენ. ფილიპსი უკვე ლონდონში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის.
მანჩესტერ სიტის ფილიპსის ტრანსფერი €49 მილიონი დაუჯდა, თუმცა ეს ტრანსფერი სრული კრახით დასრულდა. 2022 წლიდან დღემდე, ფეხბურთელმა "ქალაქელთა" შემადგენლობაში, მხოლოდ 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილიპსი ინგლისის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია. გარეთ საუთგეიტი კალვინს ნაკრებში, 2020 წლიდან იძახებს, ჯამში კი 31 შეხვედრაც მოუგროვდა.