მიუხედავად იმისა, რომ მატჩში გოლი არ გასულა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საქმე გოლამდე არ მიდიოდა.
აღსანიშნავია, რომ დინამოში დაბრუნების შემდეგ ჯაბა კანკავამ პირველი შეხვედრა ჩაატარა, მასთან ერთად ცენტრში ვაკო გვილია იდგა. გამოცდილმა ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს.
დინამოს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გუნდი სტუმრად თელავის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოთის კოლხეთი - დინამო თბილისი 0:0









