"იბრაჰიმოვიჩი თავისი გავლენით პიოლის ჩრდილავს? არ მგონია, რადგან ორივე მათგანი მილანში საერთო საქმეს აკეთებს. მთავარია გუნდის შედეგი, ზლატანმაც და სტეფანომაც ეს იციან. "როსონერიში" სხვადასხვა თანამდებობებზე უმუშავიათ მალდინისა და მასაროს, მაგრამ მწვრთნელს მათთან პრობლემა არ ჰქონია.
ყოფილი შვედი თავდამსხმელის გავლენა "შავ-წითლების" ფეხბურთელებზე იტალიელმა დამრიგებელმა უნდა გამოიყენოს როგორც უპირატესობა. ლომბარდიელთა ექს-ფორვარდმა მოთამაშეებს პირველ რიგში თავისი გამოცდილება უნდა გაუზიაროს", - განაცხადა ექს-დამრიგებელმა, რომელმაც ამ კლუბს 4 სკუდეტო და ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა.











