მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ისრაელთან ფრედ 2:2 ვითამაშეთ, ლიეტუვა კი 2:0 დავამარცხეთ.
ორივე მატჩში ჩვენს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. კვარას თამაშს პარიზული პრესა ეხმაურება."პსჟ-ს 7-იანმა საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელთან ულამაზესი გოლები გაიტანა და დუბლი შეასრულა.
ბევრს ეგონა, რომ ლიეტუვასთან მატჩში ის დაისვეებდა, თუმცა კვარამ აქაც 90 წუთი ითამაშა, ახლოს იყო საოცარი გოლის გატანასთან, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა.
კაპიტანმა თავისი თვისებები გამოავლინა და ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო, ახლა კი პსჟ-ში დაბრუნდება და მისი ფიქრები ლივერპულთან მატჩზე იქნება", - წერს Psg Canal.









