პსჟ საოცარ სვლას აგრძელებს. ლუის ენრიკეს გუნდმა მორიგი ტიტული მოიგო და სუპერთასე ტოეტნჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა.
ამ გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა კი კიდევ ერთი თასი ასწია. დაჯილდოვების შემდეგ კი ღირსეული საქციელითაც გამოირჩა.
პსჟ-ს ახალწვეული ილია ზაბარნი მატჩის განაცხადში შეყვანილი არ იყო, შესაბამისად მედალი არ შეხვდა.
მარკინიოსმა კი კაპიტნური გადაწყვეტილება მიიღო და თავისი მედალი სწორედ ზაბარნის გადასცა.









