"მილანის ყიდვა ყველაზე რთული გარიგება იყო, რაც კი აქამდე განმიხორციელებია, თუმცა აქვე ვიტყოდი რომ - საუკეთესოც. მიყვარს ჩრდილში მყოფი მეწარმის როლი და მომწონს კაპიტალური პრობლემების მოგვარება.
როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მილანს ვახსენებდი, ყველა მეუბნებოდა რომ გიჟი ვიყავი - "არასოდეს იფიქრო იტალიაში ინვესტირებაზე", ეს იყო მათი სიტყვები. ელიოტმა მილანის გადარჩენა მოახერხა, თუმცა მათ არ სურდათ კლუბში დიდი ხნით გაჩერება. შემდეგ იყო გორდონ და პოლ სინგერებთან შეხვედრა, მათთან საუბრის შემდეგ კი აზრი შევიცვალე და მილანის ყიდვა გადავწყვიტე. ისინი ძლიერი ბიზნესმენები არიან, მათთან საუბარმა ჩემზე იმოქმედა. 4 წელიწადში ელიოტმა კლუბში ფენომენალური სამუშაო გასწია, ჩვენს ხელში გადმოვიდა კლუბი, რომელსაც ნული ფინანსური პრობლემა ჰქონდა.
RedBird კლუბის 100%-იან წილს ფლობს. ჩვენ ელიოტისგან ვალი ავიღეთ, თუმცა მათ კლუბთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ვფიქრობ, მილანის სანაცვლოდ სამართლიანი ფასი გადავიხადეთ, განსაკუთრებით, სხვა კლუბების ფასებთან მიმართებით."

"მილანის ყიდვა დიდი გამოწვევა იყო. როდესაც კლუბში მივედი, ისინი ჩემპიონობას ზეიმობდნენ. თავიდან განსხვავებულად მივუდექი ყველაფერს, ბევრი არაფერი გამიკეთებია, მე მხოლოდ ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ცვლილებები კი შემდეგ დაიწყო, რასაც, ვფიქრობ, დადებითი შედეგები მოაქვს.
ბილი ბინი იყო ადამიანი, რომელმაც ევროპულ ფეხბურთში ფულის ჩადება მირჩია. ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ფულის ევროპულ ფეხბურთში დაბანდება? ბილიმ კი ეს ბიზნესი სულ სხვანაირად დამანახა. დაახლოებით 200-მდე კლუბს შევხვდით, შევისწავლეთ ყველა ქვეყანა და მათი ჩემპიონატები. თავიდან ჩვენ ტულუზას შეძენით დავიწყეთ - ეს იყო საინტერესო ინვესტიცია, რომელმაც უფრო ბევრი რამ გვასწავლა. აღმოჩნა რომ რეალურად ევროპულ ფეხბურთზე არაფერი ვიცოდით, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ უფრო გავიზარდეთ, შემდეგ კი გამოჩნდა მილანი - ჩემთვის საუკეთესო გარიგება.
ახალი სტადიონი? - ეს იქნება პირველი ახალი არენა, რომელიც იტალიაში 2011 წლის შემდეგ აშენდება. ვგეგმავთ ამერიკული სტილის სტადიონის აშენებას, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ პროექტზე, რომელიც არა მხოლოდ კლუბს, არამედ ქალაქ მილანსაც დიდ შემოსავალს მოუტანს."