როსონერის მფლობელი, ჯერი კარდინალე ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და პარტნიორობა შესთავაზა.
რედბირდს, რომელიც მილანის საკონტროლო პაკეტს ფლობს, დიდი სამომავლო გეგმები აქვს - მთავარი მიზანი სტადიონის აშენებაა, რომლისთვისაც მიწა უკვე შეიძინა და მერიისგან თანხმობაც მიიღო.
სწორედ სტადიონის ასაშენებლად ეძებს კარდინალე ახალ პარტნიორებს და მათ კლუბის აქციებსაც სთავაზობს, ოღონდ საკონტროლო პაკეტის შენარჩუნება სურს. შეხვედრები უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება და დიდი ალბათობით, მილანში ახალი ინვესტორები მივლენ.












