მოგეხსენებათ, დუე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
"კარგად მახსოვს, როგორ აკრიტიკებდით მას, მაგრამ დღეს ეს კრიტიკა გაქრა, რადგან დუემ იმუშავა და თავისი საუკეთესო ვერსია გვაჩვენა.
ვფიქრობ, დუე იდეალურ ადგილასაა მოხვედრილი, რათა გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტი პროგრესი განიცადოს. მისი ტექნიკური არსენალი დიდია.
დუემ ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ითამაშა. ჩემს ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ ეს არის ტურნირი, სადაც საუკეთესო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების წინააღმდეგ გვიწევს თამაში", - განაცხადა ენრიკემ.










