ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლივერპულის ამჟამინდელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა გააკეთა. მან ტრანსფერისა და თავისი მომავლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"მამარდაშვილი ლივერპულში? - კარგი იდეაა. ამის შესახებ კლუბმა იქამდე შემატყობინა, სანამ სოციალური ქსელებიდან გავიგებდი, რაც დასაფასებელია. კარგია, რომ კლუბი მომავალზე ფიქრობს.
შემოთავაზება საუდის არაბეთიდან ნამდვილად მქონდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი მაქვს, აქ ბედნიერი ვარ და ამჟამად, ლივერპულში დარჩენას ვაპირებ", - განაცხადა ალისონმა.
დიდი ალბათობით, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ალისონი მერსისაიდულ კლუბს დატოვებს, მისი შემცვლელი კი სწორედ მამარდაშვილი იქნება.










