დღეს, თბილისი არენაზე სტარტი აიღო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში და საქართველის ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა - 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენს ქვეყანაში პირველად ვიასპარეზე ევროპის ჩემპიონატზე და დღეს ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონობა იყო. კარგი იქნებოდა ოქროს მედალი, მაგრამ არაუშავს, ფინალში ქართველმა მომიგო და ვულოცავ ლუკას. მომდევნო დღეებში ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ" - გიორგი სარდალაშვილი.









