ედენ აზარმა ლონდონის ჩელსის ისტორიაში ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ვეტერანი შემტევის არჩევანი ასეთია - ჯონ ტერი, დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და საკუთარი თავი. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ვინგერის შერჩეულმა 4-ეულმა "არისტოკრატთა" ქომაგებს შორის ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია.
"პირველს დავასახელებ ტერის. ის არის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი. შემდეგ, დროგბა - მეფე. მესამე ვარიანტად ავირჩევ ლამპარდს, ბოლოს კი საკუთარ თავს. კარგი 4-ეული გამომივიდა, რას იტყვით?"
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ყოფილმა შემტევმა ცოტა ხნის წინ ასევე დაასახელა საუკეთესო გუნდი, სადაც მას უთამაშია. გულშემატკივრები ვარაუდობდნენ ჩელსის, მაგრამ ბელგიის ეროვნული გუნდის ექს-ვინგერმა მადრიდის რეალი აირჩია. მან ისიც აღნიშნა, რომ ბავშვობის ოცნება სწორედ "სამეფო კლუბში" თამაში იყო.









