ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ამავე გუნდის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო.
მოგეხსენებათ, ალისონის ტრავმის გამო, ძირითად შემადგენლობაში თამაში სწორედ მამარდაშვილს უწევდა ხოლმე.
"როცა გუნდში ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სათამაშოდ მზადაა, ეს ყოველთვის კარგია, თუმცა ვფიქრობ, მამარდაშვილმა კარგი სამუშაო შეასრულა.
კარგია, რომ ალისონი დაბრუნდა, თუმცა მამარდაშვილს კარგი სამუშაო არ უნდა დავუკარგოთ", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ლივერპული 13 დეკემბერს ბრაიტონს დაუპირისპირდება.









