რუმინეთის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა კრაიოვასა და კლუჟს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო კრაიოვას ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.
მექვაბიშვილმა 63 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა და ნახევარდაცვის ხაზში დიდი სამუშაო გასწია, რაც დაუფასდა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.









